უკრაინელი რეჟისორი სერგეი ლოზნიცა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ უკრაინას წარმოგვიდგენს. ექსკლუზიურად აღდგენილი საარქივო მასალების დახმარებით გვაჩვენებს ტრაგიკული მოვლენების ფონს, რომლებიც 1941 წლის სექტემბერში ოკუპირებული კიევის გარეთ განვითარდა, სადაც გერმანელებმა 33 ათასზე მეტი ებრაელი მოკლეს.